ყველაფერს მცხეთური ჯახი გაარკვევს... 2015-02-19

ცხინვალი -ვიტ ჯორჯია 4:5

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
18.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 30 მაყურებელი


 

დედაქალაქურ დერბიში ყველაფერი იყო, რაც ფეხბურთს ამშვენებს - ლაღი ბურთაობა, 9 გოლი, დუბლები, ვნებათაღელვა... მოკლედ, ყოველივე ის, რაც ასე მოგვანატრა უფეხბურთობამ და ზამთარმა, მით უფრო, არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქართული ფეხბურთის ფონზე...

საფეხბურთო თრილერში გამარჯვება "ვიტ ჯორჯიას" დარჩა, თუმცა ზურაბ ბერიძის გუნდი თავს მშვიდად ჯერ ვერ დაიგულებს. საშინაო მარცხის მიუხედავად, "ცხინვალი" ერთობ იმედიანადაა და ყველაფერს ამ გუნდების საპასუხო, მცხეთური ჯახი გადაწყვეტს.


18 თებერვალს კი მოსაწყენად არავის ეცალა. 9 გოლი ხომ ვნახეთ და, ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ამდენი თუ მეტი აშკარა საგოლე მომენტი თბილისურ ქარსა და სუსხს გაატანეს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ძვალ-რბილში რომ ატანდა. თამაშის ბოლოს მოედანი ატალახდა, თუმცა... გოლების წვიმა მაინც არ შეწყდა. ცუდი ისაა, ამ მართლაც ლამაზ შეხვედრას მხოლოდ ოცდაათამდე ქომაგი რომ დაესწრო...

ორივე გუნდმა თითქმის იდენტური ტაქტიკური სქემა აირჩია. ერთი ესაა, "ცხინვალს" გამოკვეთილ გამთამაშებლად რატი ცაცკრიალაშვილი ეყენა. ორივე გუნდმა თავიდანვე უარი თქვა დაცვით ფეხბურთზე და აქცენტი შეტევაზე გააკეთა.

სანამ თამაშის აღწერაზე გადავიდოდეთ, შევნიშნოთ, რომ "ცხინვალის" რიგებში მაგრად ითამაშეს დუბლის ავტორებმა - გიორგი ივანიშვილმა და ნიკა კაჭარავამ, ვინც მოსამზადებელი პერიოდის გვარიანი ნაწილი რუსულ "როსტოვთან" ერთად გაატარა; "ვიტ ჯორჯიაში" კი დუბლის შემსრულებელი მცველი - ლუკა თათხაშვილი და ტექნიკური შუახაზელი, გამარჯვების გოლის ავტორი ვანო კურდღელაშვილი გამოირჩნენ.

ანგარიში მალევე გაიხსნა. ცაცკრიალაშვილის პასის შემდეგ ჯონი შეროზიასთან პირისპირ გავიდა კაჭარავა, კიპერი იოლად მოატყუა და ოდნავ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

"ვეტერინარებმა" იქვე გაათანაბრეს. კუთხური ირაკლი ღიბრაძემ მოაწოდა. ლევან საბაძემ კი, ვინც ძალიან აქტიური იყო შეტევაში, თავით გადაგზავნა ბურთი გიორგი ნადირაძის კარში.

გოლების წვიმა ივანიშვილმა გააგრძელა. ნიკოლოზ მაისურაძემ გაუმართლებლად დაკარგა ბურთი, მასპინძელთა ნახევარმცველი კი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და შეროზიას შანსი არ დაუტოვა - 2:1.

ბერიძის ბიჭებმა გასატანად გაიწიეს და მიზანს მალევე მიაღწიეს. თათხაშვილის პასის შემდეგ შოთა დავლაშელიძემ, ვინც "ცხინვალის" მცველებს უმეთვალყურეოდ დარჩათ, ბურთს მიწაზე დაშვება არ აცადა, ისე გაიტანა.

ტაიმის ბოლომდე გუნდებმა რამდენიმე საგოლე მომენტი გაცვალეს. ნიკოლოზ ჯიშკარიანის დარტყმული ბურთი სულაც ვიტელთა კართან დაგროვილმა ტალახმა გააჩერა. პირველი ნახევარი კი "ვიტ ჯორჯიამ" მოიგო - ზედ ბოლო წუთზე "ცხინვალის" კარისკენ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა (არადა, სტუმრები პენალტს ითხოვდნენ), ბურთთან თათხაშვილი მივიდა და მძლავრად დასცხო - ბურთმა ჯერ ზედა ძელი "მოიკითხა", იქიდან კი კარში ჩაეშვა.

მეორე ტაიმი "ცხინვალის" გოლით დაიწყო. მრავალსვლიანი კომბინაცია ივანიშვილმა დააგვირგვინა, დუბლი მიითვალა და ანგარიშიც გაათანაბრა.

ამას მოჰყვა მასპინძელთა მეკარის გაძევება - არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ გოლკიპერმა საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. მატჩის შემდეგ ცხინვალელთა წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ნადირაძეს ბურთი არა ხელზე, არამედ სახეში მოხვდა. არბიტრმა ცხინვალელ დავით იმედაშვილს გოლი გაუუქმა, თუმცა კაცნაკლულმა მასპინძელმა მაინც მოახერხა წინ გასვლა - დუბლი ახლა კაჭარავამ მიითვალა.


79-ე წუთი და ანგარიში კვლავ თანაბარია - ცხინვალელი მცველები კურდღელაშვილის წინააღმდეგ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმდებიან. ბურთთან კვლავ თათხაშვილი მიდის და უძლიერესი დარტყმით შეროზიას უშანსოდ ტოვებს.

ბოლოს ორივე გუნდს დაღლა დაეტყო, თუმცა "ვიტ ჯორჯიამ" მაინც შეაგდო გამარჯვებისა - კურდღელაშვილმა მეტოქის ერთ-ერთი უკანახაზელი გააცურა და "მოჭრილი" დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა - 4:5.

 

 

ალეკო კაკაურიძე

ყოველდღიური სპორტუული გაზეთი "ლელო"

www.sportal.ge

 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge