კახი კაჭარავა და 4 სპარტაკელი ტურის სიმბოლურ ნაკრებებშია 2014-10-21

 

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მე–9 ტურში, საჩხერის "ჩიხურასთან" საშინაო მატჩში, ცხინვალის "სპარტაკის" ზეობამ პრესაში საკმაო რეზონანსი გამოიწვია. სხვადასხვა გამოცემებმა სპარტაკელები ამ ტურის სიმბოლურ ნაკრებებში დაასახელეს და სწორედ ეს უნდა მიმოვიხილოთ.

აი რას წერს, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო". ამ გამოცემაში, გია ტუხაშვილის მიერ მომზადებულ, მე–9 ტურის მიმოხილვაში ვკითხულობთ:

 

"რაღა თქმა უნდა, "სპარტაკის" აღმავლობაც უნდა ვახსენოთ: კახა კაჭარავას გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში 10 ქულა მოაგროვა და დღესდღეობით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "სამტრედიასთან" ერთად!

სამი დუბლი

გასულ ტურში ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: "ზესტაფონის" 29 წლის ცენტრფორვარდმა ჯაბა დვალმა, "ტორპედოს" 21 წლის თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემ და "სპარტაკის" 24 წლის მარჯვენა გარემარბმა ირაკლი ლექვთაძემ

დვალმა ამ ჩემპიონატში უკვე მეორე "დუბლი" შეასრულა და ისე, როგორც ირაკლი მოდებაძესა და ოთარ კვერნაძეს, უკვე 6 გოლი დაუგროვდა. 

  

 ლექვთაძემ კი ამ სეზონში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სწრაფი გარემარბი "ჩიხურასთან" მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და მერე ტურის "გამორჩეულ პერსონადაც" იქცა: შეხვედრის ბოლო წუთებში მისმა ორმა ზუსტმა დარტყმამ "სპარტაკს" 3 ქულა მოუტანა!"

გაზეთმა "ლელომ" მიმდინარე სეზონის მე–9 ტურის მწვრთნელად, ცხინვალის "სპარტაკის" თავკაცი კახი კაჭარავა დაასახელა. სიმბოლურ ნაკრებში კი ჩვენი კლუბის სამი ფეხბურთელი შეიყვანა, მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, ნახევარმცველი მერაბ გიგაური და შემტევი ირაკლი ლექვთაძე.

გაზეთ "ლელოს" მიერ შედგენილი, მე–9 ტურის სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

 

შეროზია (ვიტ ჯორჯია) – კაკაბაძე (დინამო თბ.), გიორგი კაჭკაჭიშვილი (სპარტაკი), მეგრელიშვილი (გურია) – შალამბერიძე (გურია), მერაბ გიგაური (სპარტაკი), ჯოხაძე (მეტალურგი) – შულაია (მერანი) – ირაკლი ლექვთაძე (სპარტაკი), კვერნაძე (ტორპედო) – დვალი (ზესტაფონი)

ტურის მწვრთნელი: კახი კაჭარავა (სპარტაკი)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ჩვენი თამაში" მე–9 ტურის ფეხბურთელად, ჩვენი კლუბის შემტევი ირაკლი ლექვთაძე დაასახელა. ამ გამოცემაში მე–9 ტურის მიმოხილვის ავტორი ლევან ჯანეზაშვილი წერს:

ტურის ფეხბურთელი – ირაკლი ლექვთაძე

"დუბლის შემსრულებელი სამი ფეხბურთელიდან ირაკლი ლექვთაძე გამოვარჩიეთ. ორი მიზეზის გამო – კონკურენტებისგან განსხვავებით, მან თავის გუნდს მოაგებინა. ამას გარდა, მოედანზე მხოლოდ 21 წუთი დაჰყო, დუბლი კი დროის ერთწუთიან მონაკვეთში შეასრულა და "ჩიხურასთან" "სპარტაკის" გამარჯვება უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ ლექვთაძემ ამ ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ხუთჯერ ითამაშა და ხუთივეჯერ შეცვლაზე". 

ყოველდღიურ სპორტულ გამოცემა "ჩვენი თამაშის" მიერ შედგენილ, მე–9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩვენი კლუბის ორი ფეხბურთელია, მცველი გივი იოსელიანი და შემტევი ირაკლი ლექვთაძე. ამ გამოცემის სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

მამალაძე (მერანი) – ტაბატაძე (ტორპედო), ცნობილაძე (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სპარტაკი) – ფონიავა (მერანი), ა. მუჯირი (დინამო ბთ.) – ირაკლი ლექვთაძე (სპარტაკი), ჯოხაძე (მეტალურგი) – ჩისკო (დინამო თბ.) – კვერნაძე (ტორპედო), დვალი (ზესტაფონი)

ბოლოსთვის, 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მე–9 ტურის მატჩების შედეგებს გაგაცნობთ:

18.10.2014.

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია (სამტრედია) 1:1

 

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1

19.10.2014.

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1

კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი) 2:2

დილა (გორი) – ზესტაფონი (ზესტაფონი) 2:2

დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი (ზუგდიდი) 2:0

ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:2

 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge