ლექვთაძის ორი წუთი 2014-10-20

 

19.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 1 500 მაყურებელი

სპარტაკი - ჩიხურა 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კორიფაძე (10. დეკანოიძის პასით), 1:1 ლექვთაძე (84. გიგაურის პასით), 2:1 ლექვთაძე (85. კაჭარავას პასით)

 

სპარტაკი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი (70. ქემოკლიძე), იოსელიანი - გიგაური, ბურძენაძე - ივანიშვილი (69. ლექვთაძე), თექთურმანიძე (80. მაქაცარია), შინდაგორიძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: ს. ნანიევი, ბ. მუმლაძე, გ. სეფიაშვილი, ქოჩლაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა (4-2-3-1): ქვილითაია - ღონღაძე, კაშია, ჭელიძე, ქიმაძე - დობროვოლსკი, ჩიკვაიძე - ოდიკაძე (65. თ. მუმლაძე), ჯიღაური, კორიფაძე - დეკანოიძე (75. ბაჯელიძე).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, სიხარულია, თ. ნადირაძე, ა. ივანიშვილი, იაკობაშვილი 
მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
გაფრთხილება: იოსელიანი (56), ქიმაძე (62), ჯიღაური (77), ბურძენაძე (88)
არბიტრი: ბ. ნინუა

თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე კახა კაჭარავას “სპარტაკმა” იმერული “ჩიხურა” მიიღო. ნომინალურ მასპინძლებს ახალგაზრდული გუნდი ეთქმით. სპარტაკელთა კაპიტანი 22 წლის მეკარე გიორგი ნადირაძეა, ხოლო “ჩიხურასი” - 33 წლის დავით ოდიკაძე.

გამოკვეთილ უპირატესობას არც ერთი გუნდი ფლობდა. ორივე გუნდი ფიქრობდა შეტევაზე, თუმცა გააზრებული კომბინაცია ალაგ-ალაგ შეიქმნა.

გამორჩეული ეპიზოდი იყო პირველი ნახევარში კორიფაძის გოლის შემდეგ. თურმანიძის მოთამაშეებმა საკუთარი ნახევრიდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ამ დროს მეტოქის ფეხბურთელებმა ზონებში დაბრუნება დააგვიანეს. დეკანოიძე-კორიფაძე-ჯიღაური-ოდიკაძის შეტევა დიაგონალზე განვითარდა, თუმცა კაპიტანმა ვერ გაიტანა. გასულ ევროტურნირზე “ჩიხურას” დადებითი მხარე კონტრშეტევები იყო, რაც ამ ეპიზოდშიც გამოჩნდა. სხვა საკითხია სეზონის სტარტზე რამდენიმე ლიდერის წასვლით გამოწვეული დანაკლისი, თუმცა გუნდს ზემოთქმული თვისება მაინც არ დაუკარგავს.

“სპარტაკი” პირველ ტაიმში შედარებით ინერტული ჩანდა, რაც ანგარიშშიც აისახა. მე-10 წუთზე დეკანოიძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ქვილითაიამ მოიგერია, დამატებაზე მცველებს კორიფაძემ დაასწრო და ანგარიში გაიხსნა.

კახა კაჭარავამ საინტერესო ფეხბურთელებს მოუყარა თავი, წარსულში პერსპექტიულებს, ნიჭი რომ სათანადოდ ვერ განავითარეს: მერაბ გიგაური, გიორგი ივანიშვილი, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი თექთურმანიძე და გიორგი ლექვთაძე, ხოლო მეკარე გიორგი ნადირაძეს მათ გვერდით არ დავაყენებდი - სტაბილურობით გამორჩეული მეკარე მიმდინარე წელს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, თემურ ქეცბაიას ყურადღებაც დაიმსახურა და თუნდაც ის ფაქტი რომ კაპიტანია, დადებით მხარეზე მეტყველებს.

მეორე ტაიმში სპარტაკელებმა ორი გოლი გაიტანეს. კაჭარავამ ცვლილება გამოიცნო. შვეიცარიული “ციურიხის” ყოფილი შემტევის გიორგი ივანიშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი ლექვთაძე გამოჩნდა. ლექვთაძემ შანსები მაქსიმალურად გამოიყენა. ორ წუთში ორჯერ გაუტანა ქვილითაიას და სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან ქომაგთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

“სპარტაკის” 22-ე ნომერი თბილისის “დინამოს” ექსთავკაცს, ესპანელ ალექს გარსიას მოწონდა. შემდეგ მწვრთნელი გაუშვეს, “დინამოში” არ უწევდა თამაში, რამაც ლექვთაძის განვითარება შეაფერხა...

84-ე წუთზე, ლექვთაძემ იოსელიანის დიაგონალური პასი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, მცველებს დაასწრო და დაარტყა. ახლო მანძილიდან დარტყმულს მეკარის დროული ნახტომი არ მოჰყვა.

85-ე წუთზე კი ნიკა კაჭარავას პასით ლექთვაძემ მეორე გაიტანა. სწრაფმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში გოლების ანგარიში გახსნა.

საჩხერელებმა შეუტიეს, თუმცა მათ სიმწვავე აკლდა.

ბოლო შეტევა კვალვ “სპარტაკმა” შექმნა. კაჭარავა მახვილი კუთხიდან ურტყამდა, ხოლო ქვილითაიამ მარცხენა ფეხით მოიგერია ბურთი. ამ ეპიზოდში გამოჩნდა მეკარის სათამაშო კლასი. ნახტომს ფეხით თამაში სჯობდა, თუმცა დარტყმამდე განსაზღვრა რთული ჩანდა.

სამმა ქულამ მასპინძლები წინ წაწია. “სპარტაკი” ცხრილში მესამეა. რაც შეეხება “საჩხერეს”, მათი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ცოდნის ასამაღლებლად პრო-ლიცენზიის კურსებს გადის. დღეს მის მოვალეობას თენგიზ თურმანიძე ასრულებდა.

დიმა შრიქაძე

www.worldsport.ge

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge