სპარტაკი-ჩიხურა 2:1 - ლექვთაძის ნანატრი შანსი 2014-10-20

19.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 1 500 მაყურებელი

სპარტაკი - ჩიხურა 2:1 (0:1)

 

გოლები: 0:1 კორიფაძე (10. დეკანოიძის პასით), 1:1 ლექვთაძე (84. გიგაურის პასით), 2:1 ლექვთაძე (85. კაჭარავას პასით)

სპარტაკი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი (70. ქემოკლიძე), იოსელიანი - გიგაური, ბურძენაძე - ივანიშვილი (69. ლექვთაძე), თექთურმანიძე (80. მაქაცარია), შინდაგორიძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: ს. ნანიევი, ბ. მუმლაძე, გ. სეფიაშვილი, ქოჩლაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა (4-2-3-1): ქვილითაია - ღონღაძე, კაშია, ჭელიძე, ქიმაძე - დობროვოლსკი, ჩიკვაიძე - ოდიკაძე (65. თ. მუმლაძე), ჯიღაური, კორიფაძე - დეკანოიძე (75. ბაჯელიძე).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, სიხარულია, თ. ნადირაძე, ა. ივანიშვილი, იაკობაშვილი 
მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
გაფრთხილება: იოსელიანი (56), ქიმაძე (62), ჯიღაური (77), ბურძენაძე (88)
არბიტრი: ბ. ნინუა

კახა კაჭარავამ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. "სპარტაკს" პოზიციის განმტკიცება საშინაო შეხვედრაშიც სურდა, თან "ჩიხურას" წლეულს სტუმრად მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. იმერული გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ვახტანგ თურმანიძემ გაიყვანა, რადგან სოსო ფრუიძე უეფას სამწვრთნელო სემინარზეა.

პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ სტუმრები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად იყვნენ გასულები. მათ აგრესიულად დაიწყეს თამაში და სასურველი შედეგის მისაღწევად, მეტოქეს სივრცეებს უკეტავდნენ. სიახლე იყო სათამაშო სქემაში - მარჯვენა მცველიდავით ოდიკაძე შეტევის ფლანგზე ვიხილეთ... 

სტუმართა მცდელობამ შედეგი მალევე გამოიღო - ბესიკ დეკანოიძემ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი კი მახვილი კუთხიდან კარშიგიორგი კორიფაძემ შეაგდო - 0:1.

"სპარტაკის" მოთამაშეები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ. თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მე-18 წუთზე გიგი იოსელიანს მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა გიორგი ივანიშვილი. ამ დროს სტუმართა მეკარემაქსიმე ქვილითაია დროულად გამოვიდა კარიდან და ბურთი მოიგერია, თუმცა... იქვე აღმოჩნდა გიორგი თექთურმანიძე, რომელსაც მიზანმა უმტყუნა.

რამდენიმე წუთში "სპარტაკს" წონასწორობის აღდგენის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა: ამჯერად, თექთურმანიძე ასისტენტის როლში მოგვევლინა - მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში ივანიშვილმა მცველს დაასწრო, მაგრამ ეს შეტევაც უზუსტო დარტყმით დასრულდა.


44-ე წუთზე "ჩიხურას" მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო - დეკანოიძის მიერ წამოწყებული შეტევა კორიფაძემ ჯაბა ჯიღაურს გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოსკენ დაძრული, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ოდიკაძე შენიშნა, მაგრამ სტუმართა კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.

მეორე ტაიმიც სანახაობრივი გამოდგა. სტუმართა უპირატესობის გაზრდა შეეძლოთორნიკე მუმლაძეს, რომელიც მოედნის სიღრმიდან შოთა კაშიას ჩინებული გადაცემით საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მცველმა ვითარება განმუხტა.


"სპარტაკი" მატჩის მიწურულს გააქტიურდა. საჩხერელები კურიოზულ გოლს გადაურჩნენ - კარისკენ წასულ ბურთს ქარმა მოულოდნელად მიმართულება შეუცვალა და რომ არა მეკარე მაქსიმე ქვილითაიას თავგანწირული ნახტომი, უთუოდ გოლი გავიდოდა.

მომენტების გამოუყენებლობისთვის "სპარტაკმა" მეტოქე დასაჯა. ისიც სათქმელია, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა შეცვლები გამოიცნო - მერაბ გიგაურმა შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა შეცვლაზე შესული ირაკლი ლექვთაძე, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ერთ წუთში თავი ისევ ლექვთაძემ გამოიჩინა - საჯარიმოში ნიკა კაჭარავასგაეხსნა და მახვილი კუთხიდან, თან მცველებით გარშემორტყმულმა მაინც ზუსტად დაარტყა - 2:1.


ბოლო წუთზე კაჭარავას სოლიდური ანგარიშის დაფიქსირება შეეძლო - საჯარიმოში იოლად გასცდა მცველებს და ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ საჩხერელები მეკარე ქვილითაიამ გადაარჩინა.

ნამატჩევს ლექვთაძე ძალიან გახარებული იყო: 
"წლეულს სულ ხუთჯერ ვითამაშე და ყველა შემთხვევაში შეცვლაზე შევედი. ჩემს შანსს ველოდი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს შევძელი.
კიდევ უფრო მახარებს ის, რომ "სპარტაკმა" ჩემი დუბლით საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოუგო".

მერაბ მამულაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

www.sportal.ge

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge