ცხინვალის "სპარტაკის" ბოლო და წარმატებული სპარინგი სოხუმის "ცხუმთან" 2014-08-04

სპარტაკი: ნადირაძე-ჭაფოძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე-გიგაური, ჭეჭელაშვილი-ლექვთაძე, თექთურმანიძე, შინდაგორიძე (30. კალანდარიშვილი)-მაქაცარია.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ს. ნანიევი, სეფიაშვილი, მუმლაძე, ი. შენგელია, თედეევი, ა. რეხვიაშვილი, მ. ჯიშკარიანი, ქოჩლაძე, კემუხტაშვილი, რუხაძე.

ცხინვალის "სპარტაკმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა: კახა კაჭარავას გუნდმა ბოლო სპარინგმატჩი მეორე ლიგის წარმომადგენელ სოხუმის "ცხუმთან" ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

მატჩი "სპარტაკის" უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი 2 გოლიც ამ უპირატესობის დასტური იყო.

ანგარიში გიორგი თექთურმანიძემ გახსნა, რომელმაც ლევან ჭაფოძის ფლანგური გარღვევის შემდეგ ბურთი ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარში. მერე კი თექთურმანიძე ასისტენტის როლში მოგვევლინა - მისი ზუსტი პასით დავით მაისაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მაგრამ იგივე თექთურმანიძემ, ირაკლი ლექვთაძემ და მიხეილ ჯიშკარიანმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს.

საბოლოოდ, ეს სპარინგმატჩი "სპარტაკმა" 2:0 მოიგო.

 

 

 

 

"ცხუმთან" საკონტროლო შეხვედრაში ტრავმის გამო არ უთამაშიათ გუნდის წამყვან ფეხბურთელებს, მარცხენა მცველ გივი იოსელიანსა და ცენტრფორვარდ ნიკა კაჭარავას.

.

 

გია ტუხაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

www.spartal.ge

 

 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა -2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 11 8 2 1 27-11 26
2. შევარდენი 1906 12 6 5 1 17-5 23
3. თელავი 12 6 4 2 27-10 22
4. ცხინვალი 12 6 2 4 18-13 20
5. შუქურა 11 6 2 3 14-13 20
6. სამტრედია 12 5 4 3 13-9 19
7. გაგრა 11 3 3 5 12-14 12
8. კოლხეთი 1913 11 2 0 9 8-26 6
9. ზუგდიდი 11 1 1 9 5-22 4
10. გურია 11 2 1 8 6-24 4
მომდევნო მატჩი  

27.05.2019. 17:30

ქობულეთი. "ჩელე არენა"

მე - 13 ტური


? : ?
შუქურა       ცხინვალი
წინა მატჩი  

20.05.2019. 17:30

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

მე - 12 ტური


1 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

   



 
web-style.ge