ცხინვალის "სპარტაკი" ერაყის ოლიმპიურ ნაკრებთან სპარინგში დამარცხდა 2014-07-25

"სპარტაკი": ნადირაძე-ჭაფოძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე-გიგაური, ჭეჭელაშვილი-ლექვთაძე, თექთურმანიძე, შინდაგორიძე-ნ. კაჭარავა (17. მაქაცარია).

მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: ს. ნანიევი, სეფიაშვილი, ქოჩლაძე, ი. შენგელია, კემუხტაშვილი, თედეევი, მ. ჯიშკარიანი, სიგუა.

ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს ცხინვალის "სპარტაკი" და ისე, როგორც წინა საკონტროლო მატჩში (ერევნის "არარატთან"), კახა კაჭარავას გუნდის სპარინგ-პარტნიორი ამჯერადაც უცხოური კლუბი იყო; უფრო ზუსტად, ერაყის ოლიმპიური ნაკრები, რომელიც საქართველოში გადის შეკრებას და საგურამოს საფეხბურთო სპორტკომპლექსშია დაბინავებული.

"სპარტაკისა" და ერაყის ოლიმპიური ნაკრების სპარინგ-მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია: მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონის ტრიბუნებზე ცარიელ ადგილს ვერ ნახავდით და აქ მცხოვრებ ერაყელებთან ერთად, რამდენიმე ასეული ქომაგი ერაყიდან ჩარტერული ავიარეისებით ჩამოფრინდა.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა და პირველ ტაიმში მაყურებელმა თანაბარი თამაში იხილა. "სპარტაკს" რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ლაშა შინდაგორიძემ, ირაკლი ლექვთაძემ და გიორგი თექთურმანიძემ საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლეს. 

მეორე ტაიმში კი უპირატესობა ერაყის ოლიმპიური ნაკრების მხარეს გადავიდა და 63-ე წუთზე ჰუსამა რაშიდის მიერ გატანილი გოლი, როგორც მერე გაირკვა, საბოლოო და გადამწყვეტი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს ის, რომ მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო გუნდის ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამ.

ერაყის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ "სპარტაკის" შემადგენლობაში ორმა ახალწვეულმა ითამაშა: 18 წლის ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა (საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ყოფილმა ფეხბურთელმა) და 21 წლის მერაბ გიგაურმა, რომელიც აქამდე ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "მეტალურგში" ასპარეზობდა.

როგორც ცხინვალელთა პრესატაშე დავით ცაბაძემ გვამცნო, ამ ორი საყრდენი ნახევარმცველის "სპარტაკში" ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

გია ტუხაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

www.sportal.ge

 

 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge