სტარტზე თელავი და სამგურალი დაწინაურდა 2018-03-01

დღეს, 1 მარტს საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი ლიგა-2ის მატჩებით გაიხსნა. სასტარტო ტურის თითო მატჩი თბილისსა და და თელავში გაიმართა და არცერთი შეხვედრა ფრედ არ დასრულებულა - ერთი თამაში მასპინძლებმა მოიგეს, მეორეში კი სტუმრებმა. აღნიშნულ შეხვედრებში გუნდებმა მშრალად იმარჯვეს. ახალი სეზონის სტარტი შედეგიანია, ამ 2 მატჩში 3 გოლი გავიდა.

თბილისში, "ტექნიკურ ცენტრ "ბასას" სტადიონზე ლიგა-3-დან აღზევებულმა დედაქალაქურმა "შევარდენმა" წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო. ეს შეხვედრა "სამგურალმა" გაბრიელ საღრიშვილის დუბლით 2:0 მოიგო. საღრიშვილმა მე-2 წუთზე სწრაფი გოლით დააწინაურა, 67-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თელავში, შოთა ჩოხელის სახელობის სტადიონზე ასევე ლიგა-3-დან აღზევებულმა "თელავმა" ეროვნული ლიგიდან დაქვეითებული ბათუმის "დინამო" მიიღო. სტუმარ-მასპინძელი შესვენებაზე უგოლოდ გავიდა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა იძალეს და 51-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით პირველი გამარჯვება იზეიმეს. შესაბამისად, სასტარტო ტურის პირველი დღის შემდეგ, "სამგურალი" და "თელავი" 3-3 ქულით დაწინაურდა.

ლიგა-2-ში სასტარტო ტური ხვალ 2 მატჩით გაგრძელდება და შაბათს, 3 მარტს დასრულდება. პარასკევს "ცხინვალი" "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში სტუმრად ეთამაშება, ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძეზრე" კი ქობულეთის "შუქურა" თბილისის "ნორჩი დინამოს" უმასპინძლებს. შაბათს კი "მურთაზ ხურცილავას" არენაზე მარტვილის "მერანი" გაგრის "გაგრას" დაუხვდება.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge