გაგრასთან მატჩს შოთა ქუხალავა გაუძღვება 2019-05-03

დღეს, 3 მაისს ეროვნული ლიგა-2-ში პირველი წრის დასკვნითი, მე-9 ტური აიღებს სტარტს. დღეს 2 მატჩი შედგება, ხვალ 4 მაისს კი 3 თამაში ჩატარდება. ჩვენი "ცხინვალი" ხვალ "გაგრას" სტუმრად ეთამაშება, მაგრამ ამაზე ქვემოთ...

დღეს, ლანჩხუთში, ადგილობრივი "გურია" "ევგრაფი შევარდნაძეზე" თბილისის "შევარდენი 1906"-ს მიიღებს, ხოლო დედაქალაქში, ისანში მდებარე "სპაერის" სტადიონზე ცხრილის ლიდერი "მერანი" ფოთის "კოლხეთი 1913"-ს დაუხვდება. ორივე ეს თამაში 16 საათზე აიღებს სტარტს.

ხვალ, 4 მაისს, "ზუგდიდი" ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ეწერის ცენტრალურ სტადიონზე "თელავს" უმასპინძლებს. ეს თამაში, ჩვენი "ცხინვალის" მატჩის პარარელურად 16 საათზე დაიწყება. 18 საათზე კი ბათუმში, "რაგბი არენაზე" ქობულეთის "შუქურა" "სამტრედიას" დაუხვდება.

ხვალვე, ისანში, "სპაერის" სტადიონზე ჩვენი "ცხინვალი" "გაგრას" სტუმრად ეთამაშება. ამ მატჩის მთავარი მსაჯი შოთა ქუხილავა იქნება. მას, ბესიკ ჭიჭინაძე და ალექსანდრე ჟივიძე გაუწევენ ასისტენტობას. მეოთხე სათადარიგო მსაჯი კი დავით ფიფია იქნება.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა -2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 11 8 2 1 27-11 26
2. შევარდენი 1906 12 6 5 1 17-5 23
3. თელავი 12 6 4 2 27-10 22
4. ცხინვალი 12 6 2 4 18-13 20
5. შუქურა 11 6 2 3 14-13 20
6. სამტრედია 12 5 4 3 13-9 19
7. გაგრა 11 3 3 5 12-14 12
8. კოლხეთი 1913 11 2 0 9 8-26 6
9. ზუგდიდი 11 1 1 9 5-22 4
10. გურია 11 2 1 8 6-24 4
მომდევნო მატჩი  

09.05.2019. 16:00

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

მე - 10 ტური


? : ?
ცხინვალი       შევარდენი
წინა მატჩი  

04.05.2019. 16:00

თბილისი. "სპაერი"

მე - 9 ტური


0 : 0

 გაგრა

     

ცხინვალი

   



 
web-style.ge