ჩვენი მეტოქე: სამტრედია თელავში ფრეს დასჯერდა 2019-03-29

დღეს, 29 მარტს, ეროვნული ლიგა-2-ის მე-4 ტურის 3 მატჩი გაიმართა. არცერთი თამაში უგოლოდ არ დასრულებულა. ერთ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, თითო კი სტუმარ-მასპინძელმა მოიგო. ჩვენი უახლოესი მეტოქის, "სატრედიის მატჩზე, ბოლოსთვის მოვიტოთ, მანამდე კი დანარჩენ ორ თამაშზე ვთქვათ.

ლანჩხუთში, "ევგრაფი შევსრდნაძეზე" ლანჩხუთის "გურიამ" "გაგრას" უმასპინძლა. მატჩი, რომელიც სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, თითო ტაიმში თითო გოლი გავიდა. საგულისხმოა ის, რომ გაგრელებმა გურულები ცხინვალის ყოფილი ფეხბურთელების თითო გოლით დაამარცხეს - 32-ე წუთზე კობა შალამბერიძემ გახსნა ანგარიში, 65-ე წუთზე კი ზვიად მეტრეველმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის ზღვის ბაზაზე დედაქალაქურმა "შევარდენი 1906"-მა ფოთის "კოლხეთი 1913" მიიღო. ამ მატჩის საკვანძო მომენტი 21-ე წუთზე მოხდა, როცა არბიტრმა გიორგი ვარდიძემ სტუმართა მეკარე წითელი ბარათით გააძევა მოედნიდან და "კოლხების" კარში პენალტი დანიშნა. "კოლხები" კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე, ევჰენი ჩუმაკმა 11-მეტრიანი გოლად აქცია, 33-ე წუთზე კი იმავე ჩუმაკმა დუბლი მიითვალა. მეორე ტაიმის სტარტზე თენგიზ გოროზიამ ერთი გოლი გაქვითა (2:1), რასაც მასპინძელთაგან ოლეკსანდრ ბატალსკის დუბლი და გიორგი ივანიაძეს ერთი გოლი მოჰყვა (5:1). ამის შემდეგ გიორგი ხორხელმა კიდევ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ოლექსი მაიდანევიჩმა საბოლოო ანგარიში 6:2 დააფიქსირა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი თელავში, "გივი ჩოხელზე" გაიმართა, სადაც ასევე წითელი ბარათი და გაძევება დაფიქსირდა, მაგრამ მასპინძელთა მხრიდან. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 49-ე წუთზე არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ თელაველთაგან ილია ბერიაშვილი გააძევა მოედნიდან. კახელთა კარში დანიშნული ჯარიმა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე შოთა კერძევაძემ იმარჯვა და ანგარიში გახსნა, 0:1. დაწინაურება და მეტოქის კაცნაკლულობა სტუმრებმა ვერ გამოიყენეს. თელაველებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა, ირაკლი რუხაძემ მირიან ჯიქიას პასით ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა და ეს ამ მატჩის საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა.

ჩვენს უახლოეს მეტოქე "სამტრედიას" 4 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ერთი საფეხურით უკან მყოფ ჩვერნ გუნდს "ცხინვალს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. თელავში სამტრედიელებმა 4-4-1-1 სისტემით და ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

კ. სეფიაშვილი - გ. ცერცვაძე, ვ. კილასონია, გ. ჯგერენაია, გ. ახალაძე - ა. ენდელაძე, დ. დობროვოლსკი, შ. კერძევაძე, გ. ჭეიშვილი - გ. გოგუა - ზ. ხაბეიშვილი.

4 აპრილს, ჩვენს გუნდს, "ცხინვალს" "სამტრედია" "ეროსი მანჯაგალაძეზე" დაუხვდება. ეს მატჩი სატრედიაში 16 საათზე დაიწყება.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა -2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 11 8 2 1 27-11 26
2. შევარდენი 1906 12 6 5 1 17-5 23
3. თელავი 12 6 4 2 27-10 22
4. ცხინვალი 12 6 2 4 18-13 20
5. შუქურა 11 6 2 3 14-13 20
6. სამტრედია 12 5 4 3 13-9 19
7. გაგრა 11 3 3 5 12-14 12
8. კოლხეთი 1913 11 2 0 9 8-26 6
9. ზუგდიდი 11 1 1 9 5-22 4
10. გურია 11 2 1 8 6-24 4
მომდევნო მატჩი  

27.05.2019. 17:30

ქობულეთი. "ჩელე არენა"

მე - 13 ტური


? : ?
შუქურა       ცხინვალი
წინა მატჩი  

20.05.2019. 17:30

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

მე - 12 ტური


1 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

   



 
web-style.ge