შექურასთან მატჩს ბაკურ ნინუა გაუძღვება 2019-03-27

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ეროვნული ლიგა-2-ში სეზონის განახლების დროც დადგა. ჩემპიონატიხვალ, მე-4 ტურის 2 მატჩით განახლდება. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩვენი გუნდი "ცხინვალი" ქობულეთის" შუქურას" დაუხვდება. ამ მატჩს მთავარი არბიტრის რანგში ბაკურ ნინუა (ქუთაისი) გაუძღვება. მას ასისტენტობას ზვიად ბლიაძე (ქ. თბილისი) და გიორგი ბერაძე (ქ. ხარაგაული) გაუწევენ. მეოთხე სათადარიგო მსაჯი კი დავით ფიფია (ქ. გალი) იქნება. "ცხინვალისა" და "შუქურას" მატჩი 15 საათზე დაიწყება.

გასულ 2 სეზონში "ცხინვალი" და "შუქურა" 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 3 მატჩი (2 სტუმრად, 1 შინ) ქობულეთელებმა მოიგეს, ერთი (სტუმრად) კი ცხინვალელებმა. იმედია ჩვენი გუნდი, ხვალინდელი მატჩით სათავისოდ შეცვლის ამ სტატისტიკას.

ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება. "ზუგდიდი" უკვე ახალი თავკაცის, კახი გოგიჩაიშვილის თაოსნობით, განმუხურში თბილისის "მერანს" (ყოფილი "ნორჩი დინამო") უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 15 სათზე დაიწყება.

ზეგ, 29 მარტს ეროვნული ლიგა-2-ის მე-4 ტურის დარჩენილი სამი თამაში გაიმართება. თბილისის ზღვის სტადიონზე "შევარდენსა" და ფოთის "კოლხეთი 1913"-ს შორის მატჩი 14 საათზე აიღებვს სტარტს. 15 საათზე, თელავში, "გივი ჩოხელის" სახელობის სტადიონზე, "თელავი" "სამტრედიას" უმასპინძლებს. ამ თამაშის პარარელურად, ლანჩუთში, ადგილობრივი "გურია", "ევგრაფი შევარდნაძეზე" "გაგრას" დაუპირისპირდება.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა -2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 4 3 0 1 9-5 9
2. სამტრედია 3 2 1 0 3-1 7
3. ცხინვალი 4 2 1 0 5-4 7
4. შუქურა (ქობ.) 4 2 1 0 5-4 7
5. თელავი 3 1 2 0 5-1 5
6. კოლხეთი 1913 3 1 0 2 2-2 3
7. გაგრა 3 0 2 1 3-4 2
8. შევარდენი 1906 3 0 2 1 0-1 2
9. ზუგდიდი 4 0 1 3 1-7 1
10. გურია 3 1 0 2 1-5 0
მომდევნო მატჩი  

04.04.2019. 16:00 

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

მე-5 ტური


? : ?
სამტრედია       ცხინვალი
წინა მატჩი  

28.03.2019. 15:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

მე-4 ტური


2 : 1

 ცხინვალი

     

შუქურა

   



 
web-style.ge