კაცნაკლული გაგრა ზუგდიდს უგოლოდ დაშორდა 2019-03-15

დღესვე, მუხიანის სპორტკომპლექსში "გაგრამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ მატჩში არბიტრს 4 ყვითელი და ერთიც წითელ ბარათის ჩვენება მოუწია. არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ (ქუთაისი) გაგრელთა მცველი ოთარ ჯავაშვილი 61-ე წუთზე გააძევა მოედნიდან. ნახევარი საათის განმავლობაში მასპინძლები კაცნაკლულნი ეთამაშებოდნენ ზუგდიდელებს, მაგრამ ამას ანგარიში არ შეუცვლია. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ ყაიმის შემდეგ, "გაგრა" 2 ქულით მე-7 ადგილზეა, "ზუგდიდი" კი ერთი ქულით მე-9 საფეხურზეა.

ეროვნული ლიგა-2-ში ხვალ ორი მატჩი გაიმართება. "სამტრედია" მშობლიურ "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის არენაზე, 14 საათზე თბილისის "შევარდენი 1906"-ს დაუხვდება, 15 საათზე კი დედაქალაქში, "სპაერის" სახელობის სტადიონზე თბილისის "მერანი" ქობულეთის "შუქურას" მიიღებს.

მე-3 ტურის დასკვნითი მატჩი კვირას, 17 მარტს ფოთში, "პარკი არენაზე" შედგება, სადაც ადგილობრივი "კოლხეთი 1913" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა -2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 4 3 0 1 9-5 9
2. სამტრედია 3 2 1 0 3-1 7
3. ცხინვალი 4 2 1 0 5-4 7
4. შუქურა (ქობ.) 4 2 1 0 5-4 7
5. თელავი 3 1 2 0 5-1 5
6. კოლხეთი 1913 3 1 0 2 2-2 3
7. გაგრა 3 0 2 1 3-4 2
8. შევარდენი 1906 3 0 2 1 0-1 2
9. ზუგდიდი 4 0 1 3 1-7 1
10. გურია 3 1 0 2 1-5 0
მომდევნო მატჩი  

04.04.2019. 16:00 

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

მე-5 ტური


? : ?
სამტრედია       ცხინვალი
წინა მატჩი  

28.03.2019. 15:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

მე-4 ტური


2 : 1

 ცხინვალი

     

შუქურა

   



 
web-style.ge