ცხინვალის ფეხბურთელები თურქეთის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო 2019-03-13

გუშინ, 13 მარტს, ანთალიის სასამართლომ ჩვენი კლუბის 5 ფეხბურთელი გაამართლა და ისინი სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. ამ ფაქტს ქართული მასმედიაც გამოეხმაურა. ამ თემაზე ქართული მასმედიის მიერ გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას აქვე გთავაზობთ: 

"საფეხბურთო გუნდ “ცხინვალის” ფეხბურთელები უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

Rustavi 2-ის ინფორმაციით, “ცხინვალის” 5 ფეხბურთელი თურქეთის სასამართლომ სრულიად ყველა ბრალდებაში გაამართლა და ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნებას ხვალვე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალელებს თურქეთის პოლიცია სავაჭრო ცენტრში ქურდობას ედავებოდა, ხოლო, ქართველების განცხადებით, მათ ყველა გადახდის ჩეკი ჰქონდათ და ისინი ამ საქმეში სრულიად მართლები იყვნენ.

აღნიშნულმა შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში და ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბს საქართველოს იმიჯის დაცვა და ადეკვატური ქმედების განხორციელება მოსთხოვა", - წერს ვებგვერდი fanebi.com.

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სასამართლომ სრულად გაამართლა. საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელს თურქეთის პოლიცია, მაღაზიიდან ნივთების თანხის გადაუხდელად გატანას ედავებოდა, თუმცა ბრალდება არ დადასტურდა.

ფეხბურთელები თურქეთიდან სამშობლოში გამოემგზავრებიან და ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ" - ეს ინფორმაცია უკვე imedinews.ge-ს ეკუთვნის.

 

recorder.ge კი წერს:

ანტალიაში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული ხუთი ქართველი ფეხბურთელი თურქეთის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

ამის შესახებ “რეკორდერს” საფეხბურთო კლუბ “ცხინვალში” განუცხადეს.

სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ხუთივე მათგანი, ფულადი ჯარიმისა და დეპორტაციის გარეშე გამოუშვეს.

“დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელებს დააკისრებდნენ ფულად ჯარიმას, ან დეპორტს. არც ერთი სასჯელი გამოყენებული არ ყოფილა. ფეხბურთელები გაამართლეს. ამ ორ დღეში მოთამაშეები სამშობლოში დაბრუნდებიან, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი, ბილეთები არ ყოფილა შეძენილი”, – განუცხადეს “რეკორდერს” კლუბში.

ხუთი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ბუხაიძე, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, გურამ მინდორაშვილი, დათა სიჭინავა, კახა კახაბრიშვილი 22 თებერვალს, ქალაქ ანტალიაში, ქურდობის ბრალდებით სასტუმროში დააკავეს და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს.

თურქეთის საგამოძიებო უწყება ქართველ ფეხბურთელებს ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სპორტული ნივთების მოპარვას ედავებოდა".

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა -2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 11 8 2 1 27-11 26
2. შევარდენი 1906 12 6 5 1 17-5 23
3. თელავი 12 6 4 2 27-10 22
4. ცხინვალი 12 6 2 4 18-13 20
5. შუქურა 11 6 2 3 14-13 20
6. სამტრედია 12 5 4 3 13-9 19
7. გაგრა 11 3 3 5 12-14 12
8. კოლხეთი 1913 11 2 0 9 8-26 6
9. ზუგდიდი 11 1 1 9 5-22 4
10. გურია 11 2 1 8 6-24 4
მომდევნო მატჩი  

09.05.2019. 16:00

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

მე - 10 ტური


? : ?
ცხინვალი       შევარდენი
წინა მატჩი  

04.05.2019. 16:00

თბილისი. "სპაერი"

მე - 9 ტური


0 : 0

 გაგრა

     

ცხინვალი

   



 
web-style.ge