გამცემლიძემ კრისტენსენები ვერ გადაფარა 2019-02-22

ცხინვალი (საქართველო) - ნიკოპინგი (დანია) - 1:2 (0:1)

22.02.2019. ევრენსეკი. ამხანაგური მატჩი.

გოლები: 0:1 ს. კრისტენსენი (7), 1:1 ა. გამცემლიძე (57), 1:2 მ. კრისტენსენი (70)

 

ცხინვალი: მიხეილ მუჯრიშვილი (კაპ.), ჯემალ გოგიაშვილი, ლევან ქურდაძე, ლაშა ხატიაშვილი, ცოტნე სამუშია, გიგა სამხარაძე, გიორგი ქურდაძე, ალექსანდრე გამცემლიძე, ერეკლე სულთანიშვილი, თამაზ ლომსაძე, ლუკა ბერიაშვილი

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: გიორგი ნადირაძე, ავთანდილ სირაძე, ლუკა ხარძიანი, დათა სიჭინავა, კახა კახაბრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, გიორგი ბუხაიძე.

ნიკოპინგი: სებასტიან ოლსენი, კასპერ იენსენი, მატიას ტაუბერი, გუსტავ კიელდსენი, ლარს პლეიდრუპი, ჯორდან ვილსონი, მადს კაალუნდი, სორენ კრისტენსენი, იოახიმ ვაგნერი, კრის ტორშეიმი, მატიას კრისტენსენი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: იანიხ სტორჩი, ნიკოლაი ბონდე, იეპე არნესენი, ნიკოლაი დოჰნი, სიმო შულცი.


უკვე გაუწყეთ, 17 თებერვლიდან მოყოლებული ცხინვალის "ცხინვალი" თურქეთში აგრძელებს მზადებას. ანტალიური შეკრების მე-6 დღეს, ჩვენმა გუნდმა სიდეში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დანიის პირველი ლიგის მე-4 ადგილზე (მთავარ ლიგაში პირველადგილოსანი ავტომატურად გადადის, მომდევნო ორი გუნდი კი ფლეი-ოფში იბრძვის ზედა ლიგაში აღზევებისთვის) მფოფ "ნიკოპინგს" (რომელის მესამეადგილოსანს ქულებით არ ჩამორჩება) ცხინვალელები სიდედან 15 წუთის სავალზე მყოფ დაბა ევრენსეკიში დაუხვდნენ. შეხვედრა, რომელსაც ფიფას კატეგორიის მყონე ბელორუსი მსაჯები უძღვებოდნენ საინტერესოდ წარიმართა.

ხავიერ მუნო სანჩესმა, დანიელებთან მატჩში, ტრავმების გამო ორი ფეხბრთელი მოისაკლისა, ცენტრალური მცველი გიორგი დიდებაშვილი და შემტევი ნახევარმცველი აკაკი ჯანელიძე. ამ ორი მოთამაშის გარდა, გუნდის მესამე კიპერი გიორგი ქუთათელაძეც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ამ შეხვედრას.

მატჩი დანიელებმა უკეთ დაიწყეს და სორენ კრისტენსენის სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. ამის მერე, "ნიკოპინგი" ფორის გაზრდას შეეცადა, მაგრამ ჩვენი მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ტაიმის საწყისი მესამედი შემდეგ ჩვენი გუნდი გააქტიურდა, ჯერ ბურთი დაიჭირა, შემდეგ შეტევებს ორგანიზებულობა და სიმწვავეც შემატა. 25-ე წუთზე ალექსანდრე გამცემლიძის დარტყმულს მეტოქის კიპერი სებასტიან ოლსენი გადაეფარა. გამცემლიძემ მეორედ თავურით სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კარს მცირედით გადააცილა.

პირველი ტაიმი ცუდად დასამახსოვრებელმა ეპიზოდით დასრულდა. მოედნის ცენტრში ორთაბრძოლისას მეტოქის ერთი ფეხბურთელი და ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ერეკლე სულთანიშვილი ერთმანეთს ხისტად შეეჯახდნენ. ამ შეჯახების შედეგად, სულთანიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ერეკლეს ნეკნების ტკივილი აწუხება და სამედიცინო გამოკვლევისთვის სიდეს კლინიკაში გადაიყვანეს.

მეორე ნახევარი "ცხინვალმა" აქტიურად დაიწყო, რამაც მალევე გამოიღო შედეგი. 57-ე წუთზე მარცხნიდან გიგა სამხარაძის ჩაწოდებისას, საჯარიმოში ალექსანდრე გამცემლიძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა, 1:1. გატანილი გოლის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და დაწინაურების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ბუხაძისა და გურამ მინდორაშვილის თითო მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 70-ე წუთზე დანიელებმა იმარჯვეს და მატიას კრისტენსენმა მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირეს.


 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა - 2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 2 2 0 0 5-3 6
2. სამტრედია 2 2 0 0 3-1 6
3. თელავი 3 1 2 0 5-1 5
4. შუქურა (ქობ.) 2 1 1 0 2-1 4
5. ცხინვალი 3 1 1 1 3-3 4
6. კოლხეთი 1913 2 1 0 1 2-1 3
7. გაგრა 3 0 2 1 3-4 2
8. შევარდენი 1906 2 0 1 1 0-1 1
9. ზუგდიდი 3 0 1 2 1-4 1
10. გურია 2 0 0 2 0-5 -3
მომდევნო მატჩი  

28.03.2019. 15:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

მე-4 ტური


? : ?
ცხინვალი       შუქურა
წინა მატჩი  

15.03.2019. 15:00

თელავი. "გივი ჩოხელი"

მე-3 ტური


1 : 1

 თელავი

     

ცხინვალი

   



 
web-style.ge