სამეული უკვე სიდეშია 2019-02-22

დღეს, გვიან ღამით ანტალიის ქალაქ სიდეში დაბანაკებულ ცხინვალის "ცხინვალს" სამი ახალი წევრი შეემატა. ტრიოდან ორი ფეხბურთელია, მესამე კი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. სამივე მათგანი სხვადასხვა რეისით ჩამოფრინდა თურქეთში და საწვრთნელ-მოსამზადებელ ციკლში ხვალიდან ჩაერთვება.

ჩვენს გუნდში მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში, "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მუნოზ სანჩესმა გააჟღერა, რომ ფიზიკური მოზადების მწვრთნელად თანამემამულეს იხმობდა. ასეც მოხდა, ლუის ალფონსო პრიეტო ვილალობოსი სიდეში ჩაფრინდა და ცხინვალელებს შეურთდა.

რაც სეეხება ფეხბურთელებს, 26 წლის რუმინელი თავდამსხმელი ანდრეი-კოზმინ ჩოლაქლუ გვიან ღამი, ბუქარესტიდან ჩამოფრინდა ანტალიაში და სიდეს მოაშურა. როგორც თავად აღნიშნა, 4 წლის წინ, 2015 წლის იანვარში ერთ-ერთი რუმინულ კლუბთან ერთად სწორედ სასტუმრო "სენსეში" ცხოვრობდა.


მეორე ფეხბურთელი კი 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მარკო ნიკოლიჩია, რომელიც ანდრეი ჩოლაქლუს მსგავსად, ხვალიდან ცხინვალის "ცხინვალში" ივარჯიშებს და ანტალიაში გასამართ დასკვნით ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 31-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა - 2

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მერანი (თბ.) 2 2 0 0 5-3 6
2. სამტრედია 2 2 0 0 3-1 6
3. თელავი 3 1 2 0 5-1 5
4. შუქურა (ქობ.) 2 1 1 0 2-1 4
5. ცხინვალი 3 1 1 1 3-3 4
6. კოლხეთი 1913 2 1 0 1 2-1 3
7. გაგრა 3 0 2 1 3-4 2
8. შევარდენი 1906 2 0 1 1 0-1 1
9. ზუგდიდი 3 0 1 2 1-4 1
10. გურია 2 0 0 2 0-5 -3
მომდევნო მატჩი  

28.03.2019. 15:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

მე-4 ტური


? : ?
ცხინვალი       შუქურა
წინა მატჩი  

15.03.2019. 15:00

თელავი. "გივი ჩოხელი"

მე-3 ტური


1 : 1

 თელავი

     

ცხინვალი

   



 
web-style.ge