შევარდენმა სამგურალი ბოლოსწინაზე დატოვა 2018-08-02

ეროვნული ლიგა-2-ში დღეს კიდევ 2 მატჩი ჩატარდა. ერთი უგოლოდ დასრულდა, ერთში კი მასპინძელმა სტუმარს დიდი ანგარიშით სძლია. აღსანიშნავია ის, რომ ამ ორ მატჩის შედეგს მონაწილე ოთხივე გუნდისთვის ცხრილში პოზიციები არ შეუცვლია.

თბილისის "შევარდენი 1906"-მა დედაქალაქში, "დავით პეტრიაშვილზე" წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო და სოლიდურად, 3:0 მოიგო. "იუნკრებმა" პირველი ნახევარი გოგიტა გოგატიშვილის მიერ, მე-16 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მინიმალურად იმარჯვეს. შესვენების შემდეგ, 65-ე წუთზე გიორგი ჩიკვაიძემ ორამდე გაზარდა ანგარიშში სხვაობა. 10 წუტში "ექს-ცხინვალელ" ნიკოლოზ ჯიშკარიანს 3:0-ის დაფიქსირება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, 79-ე წუთზე მერაბ მეგრელაძემ, ლეგენდარული ბაბუის სეხნიამ საბოლოო ანგარიში, 3:0 მაინც დააფიქსირა.

ამ მოგებით "შევარდენი 1906"-მა ქულათა მარაგი 24-მდე გაზარდა, ცხრილში მე-7 ადგილზე დარჩა და ჩვენს გუნდს, "ცხინვალს" ახლა უკვე ქულით ჩამორჩება.

თელავში, არენა "გივი ჩოხელზე", "თელავი" ცხილის ლიდერ ბათუმის "დინამოს" დაუხვდა. მატჩი, რომელშიც თელაველები გულმხრვალედ ქომაგობდნენ თავიანთ გუნდს, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საგოლე მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ეს შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ ქულით თელაველები მე-5 ადგილზე დარჩნენ და წინა საფეხურზე მყოფ "ნორჩი დინამოს" (რომელიც მე-3 წრის სასტარტო მასტჩს ხვალ გამართავს) ქულებით გაუთანაბრდნენ. რაც ეეხება ცხრილის ლიდერს, ბათუმელები კვლავ 3 ქულით უსწრებენ მდევარ "ვიტ ჯორჯიას".

მე-19 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ გაიმართება: მარტვილში, ადგილობრივი "მერანი" "მურთაზ ხურცილავაზე" "გაგრას" უმასპინძლებს. ეს მატჩი 17:30 საათზე დაიწყება. ბათუმში, "დინამოს" ბაზაზე კი ქობულებით "შუქურა" თბილისის "ნორჩი დინამოს" მიიღბს. ეს შეხვედრა 20 სათზე დაიწყება.

ხვალ გასამართ მატჩებამდე ეროვნული ლიგა-2-ში სატურნირო ცხრილი ასეთია:


N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბთ.) 19 10 5 4 25-11 35
2. ვიტ ჯორჯია 19 8 8 3 21-14 32
3. გაგრა 18 8 5 5 25-22 29
4. ნორჩი დინამო 18 8 4 6 28-19 28
5. თელავი 19 7 7 5 21-17 28
6. ცხინვალი 19 7 4 8 18-22 25
7. შევარდენი 1906 19 6 6 7 22-27 24
8. მერანი (მარტვ.) 18 4 6 8 16-21 18
9. სამგურალი (წყალტ.) 19 5 3 11 19-32 18
10. შექურა (ქობულ.) 18 4 4 10 22-32 16

 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge