ორი ექს-ცხინვალელის თითო გოლი 2018-05-30

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე ეროვნული ლიგა-2-ში ბათუმში გასამართი მატჩით ხვალ დასრულდებ. მანამდე კი ჩვენი გუნდის გარდა, კიდევ 3 მატჩი შედგა. აღსანიშნავია ის, რომ ამ სამ მატჩში "ცხინვალის" ყოფილმა ორმა ფეხბურთელმა თითო გოლი გაიტანა. სამი შეხვედრიდან, სტუმრებმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს. არა და, სამიდან ორ შეხვედრას, პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ სტუმრები იგებდნენ. "შევარდენს" "ბასაზე" "გაგრა" უგებდა მინიმალურად (0:1), მარტვილში კი "სამგურალს" "შუქურა" ამარცხებდა, მაგრამ ეს მხოლოდ საწყის 45 წუთში, მერე კი მასპინძებმა ივარგეს... თუმცა, სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ.

30 აპრილის პირველი მატჩი 14 საათზე "შატილზე" დაიწყო, სადაც ადგილობრივმა "ნორჩმა დინამომ" ცხრუილის ლიდერ "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა. სტუმრები მე-9 წუთზე ჩვენი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, კახაბერ კაკაშვილმა დააწინაურა და ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. ამ მოგებით 'ნორჩმა დინამომ" 15 ქულა დააგროვა და ცხრილშიც დაწინაურდა, დღევანდელი მონაცემებით მე-3 ადგილზე აღზევდა.

მარტვილში, წყალტუბოს "სამგურალმა" ქობულეთის "შუქურა" მიიღო და 2:1 მოიგო. საწყის 45 წუთში სტუმრებმა იმარჯვეს - გოდვინ კონიეჰამ მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში და ტაიმიც ასე დასრულდა. თუმცა, "სამგურალმა" მატჩის ბოლოს იმარჯვა და არა მარტო ქულა გადაარჩინა, არამედ მოიგო კიდეც: 85-ე წუთზე გამოცდილმა გაგა ჩხეტიანმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში, 94-ე წუთზე კი ბაქარ ლაღაძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

თრილერი გამოდგა "ბასაზე" გამართული შეხვედრა, რომელშიც "შევარდენმა" "გაგრას" უმასპინძლა. ანგარიში მე-7 წუთზე სტუმართაგან გოგიტა გოგატიშვილმა გახსნა და ტაიმიც ასე დასრულდა. 71-ე წუთზე შოთა ჯიქიამ წონასწორობა აღადგინა. კიდევ 4 წუთში გამოცდილმა დავით ოდიკაძემ "შევარდენი" დააწინაურა, 2:1. თუმცა, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა მასპინძლებს 3 ქულა არ დაანებეს. 93-ე წუთზე "ცხინვალის" ყოფილი ფეხბურთელის რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმული პენალტი, ასევე ჩვენმა ყოფილმა მეკარე გიორგი სომხიშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რატიმ მაინც გაიტანა და 2:2 ფრით, მეტოქეებმა ქულები გაიყვეს.

ამ ტურის დასკვნითი მატჩი ხვალ, 1 მაისს ბათუმში გაიმართება, ადგილობრივი "დინამო" მარტვილის "მერანს" მიიღბს. ეს შეხვედრა აჭარული "დინამოს" ახალ ბაზაზე, "ანგისაზე" 20 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტელერეპორტაჟი "აწარის ტელევიზიით" შეგიძლიათ იხილოთ.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge