შევარდენი vs ცხინვალი... ისტორია ხვალ აითვლება 2018-03-14

ხვალ, 15 მარტს საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-2-სი მე-3 ტური აიღებს სტარტს. ტური, რომელიც ხუთსაბათს დაიწყება, შაბათს დასრულდება. ტურის პირველ დღეს, 15 მარტს 2 მატჩი შედგება - თბილისში, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიგის დებიუტანტი თბილისის "შევარდენი" ჩვენს გუნდს, ცხინვალის "ცხინვალს" უმასპინძლებს; მარტვილში კი მურთაზ ხურცილავას სახელობის არენაზე წყალტუბოს "სამგურალი" თბილისის "ნორჩი დინამოს" დაუხვდება.

ასევე 2 მატჩი ჩატარდება პარასკევს, 16 მარტს. "მცხეთა პარკზე" ვიტ ჯორჯია" მარტვილის "მერანს" მიიღებს, თელავში, "გივი ჩოხელზე" კი ადგილობრივი "თელავი" გაგრის "გაგრას" გაეჯიბრება. ზემოთ დასახელებული ოთხივე ეს შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

ლიგა-2-ის მე-3 ტური შაბათს, 17 მარტს ცენტრალური მატჩით დასრულდება. აჭარულ დერბიში, რომელიც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, ქობულეთის "შუქურა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "აჭარის ტელევიზა" გადასცემს.

რაც შეეხება "შევარდენისა" და "ცხინვალის" მატჩს. ეს მეტოქეები აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს და შესაბამისად, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ხვალინდელი მატჩით აითვლება. ამ შეხვედრის არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი გახლავთ. მას ასისტენტობას ირაკლი კაკაბაძე და ივანე მაჩიტიძე გაუწევენ. მეოთხე სათადარიგო მსაჯი დავით ფიფია იქნება. ამ თამაშზე მსაჯთა დამკვირვებელი მერაბ მალაღურაძე გახლავთ, მატჩის დირექტორი კი ირაკლი ოქროშიძე იქნება.

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge